განცხადება ავტოსადგურში - გორი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი ხდება
მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაძვირება, მძღოლების განცხადებით, ე.წ. ჩადგმული სკამების აკრძალვამ გამოიწვია.

17 ივნისიდან გორი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა ძვირდება. ამის შესახებ განცხადებას სამგზავრო გადაზიდვების კომპანია ავრცელებს.

განცხადება სალაროსთან უკვე გამოკრულია. მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაძვირება, მძღოლების განცხადებით, ე.წ. ჩადგმული სკამების აკრძალვამ გამოიწვია.

სალაროსთან გამოკრულ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ გაძვირდა საწვავ-საპოხი მასალები. გორი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარი ღირს. ტაქსით კი, 5 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები