სურამულას ქვეწარმავლებით სავსე კალაპოტი 12 კმ-ზეა გასაწმენდი
მდინარე სურამულას კალაპოტის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გასაწმენდია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. Qartli.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდეს ფოტოები, რომელიც პრობლემას ასახავს.

„ხაშურის მუნიციოპალიტეტს მდინარის კალაპოტის გაწმენდისთვის თანხები არ გააჩნია. ამ ეტაპზე დონორი ორგანიზაციების მოძიება მიმდინარეობს ფინანსური დახმარებისთვის, რათა მოხდეს სურამულას კალაპოტის გაწმენდა“ - უთხრა Qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თათია ძინძიბაძემ.

იხ. ამავე თემაზე:
სურამის მცხოვრები: ,,სურამულას გასაწმენდმა კალაპოტმა გველების მომრავლება გამოიწვია“
Print

სტატიის გამოყენების პირობები