,,მანდ არის ხომ ის მავთულხლართები? ‘’ - დათო ფორჩხიძე მეჯვრისხევში დაგეგმილ კონცერტზე
ჯგუფ ,,სახეს’’  წევრმა დათო ფორჩხიძემ qartli.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან კონცერტის ჩატარების იდეა დიდი ხანია აქვთ და ამის განხორციელება მას შემდეგ შეძლეს, რაც სამხარეო ადმინისტრაციაში მეგობრები გამოუჩნდათ. 

თუმცა, როგორც მასთან საუბრიდან ირკვევა, სოფელი მეჯვრისხევი, სადაც სიმღერას აპირებს, დაზუსტებით  არ იცის, გამყოფ ხაზთან არის თუ არა.

,, თუ არ ვცდები, მანდ არის ხომ ის მავთულხლართები? ყველა მაგ სოფლებიდან მანდ შეიკრიბებიან და  გაიმართება კონცერტი. რა თქმა უნდა, მე არ ვიცნობ მანდაურობას, არ ვიცი, რა სოფლებია. ვფიქრობ, რომ შორს არ იქნება ერთმანეთისგან და მანდ მოვლენ მოსასმენად.   ჩვენ ეს იდეა დიდი ხანია გვქონდა და მანდ სამხარეო ადმინისტრაციაში გამოგვიჩნდნენ ახლობლები და მეგობრები. ერთად მივედით მაგ დასკვნამდე, რომ კარგი იქნება და ასე გადავწყვიტეთ. რა სიმღერებიც გვაქვს იმას შევასრულებთ, ახალი სიმღერები არ იქნება.“  - ამბობს მომღერალი.

სოფელ მეჯვრისხევში, ჯგუფი ,,სახე’’ ძველი რეპერტუარით ხვალ, 19 ივნისს, 20 საათზე წარსდგება მაყურებლის წინაშე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები