1989 - 2008 წლების პერიოდის ქართულ - ოსური ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტაცია შეგროვდება


1989-2008 წლების პერიოდის ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, დოკუმენტური მასალა გროვდება, რომელიც ცალკე ვებ-პორტალზე განთავსდება. პროექტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აფინანსებს.

პროექტს "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი" (ISNC) ახორციელებს. მისმა მონაწილეებმა დისკუსია "გორის საინფორმაციო ცენტრში" გამართეს. დისკუსიის სახელწოდება იყო - "ქართულ - ოსური ურთიერთობები: წარსული დღევანდელი გადასახედიდან".

პროექტის "ქართულ - ოსური კონფლიქტის დროითი წრფივი (1989-2008): დოკუმენტები წარსულის გახსენებისა და ანალიზისათვის" ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის (EUMM) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში მოხდა ყველა იმ მასალის შეგროვება და ქრონოლოგიურად დალაგება, რაც ეხება ქართულ-ოსურ კონფლიქტს. ელექტრონულ ვერსიაში თავმოყრილია დოკუმენტები, საგაზეთო და სატელევიზიო ჩანაწერები, რომელსაც რუსული, ოსური და ქართული მხარე აშუქებდა.

,,ამ დოკუმენტების გაცნობის საშუალებით, ჩვენ ვიგებთ, როგორ მზადდებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტი; ვინ იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა; ვინ შეუწყო ხელი მის პროვეცირებას და როგორ დაეხმარა ქართული მახარე ამ ყველაფრის პროვოცირებაში. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ღრმა კვლევას საჭიროებს. ქართული ენის გაუქმების შესახებ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოქმის გაუქმების შესახებ, ძალიან საინტერესო მასალებია."- აღნიშნა ლია ჩლაჩიძე.

,,მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოქალაქეებმა ერთ ადგილზე ნახონ ყველა დოკუმენტი, როგორც ოსური, ისე რუსეთის და საქართველოს მხარის მიერ შედგენილი. დოკუმენტებში ოსი ისტორიკოსები ბევრ რამეს არ ეხებიან საქართველოს სასარგებლოდ და პირიქით ქართველი ისტორიკოსები ოსების სასარგებლოდ.  პერიოდი დაიწყება 1977 წლიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებს რეორგანიზაციას, ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია იქნა მიღებული და დაიწყო რღვევა სტალინური საბჭოთა კავშირის. ამას მოყვება უკვე ჩვენი კონსტიტუცია 1978 წლის და ეს არის ფესვები, საიდანაც წამოვიდა უკვე ის ნიშნები, რამაც შემდეგ უკვე გამოიწვია დაძაბულობა 90-იან წლებში. დოკუმენტები მთავრდება 2008 წლის 7 აგვისტოთი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გასცემს განკარგულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები