ბალი 1 ლარად - გორის სოფლებში
გორის სოფლებში გადამყიდველები გამოჩდნენ, რომლებიც ბალს 1 ლარად იბარებენ. ბაზარში კი, მაქსიმუმ 5 ლარი.

გლეხები ფასით უკმაყოფილოები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ სეტყვის შემდეგ, უფრო მაღალი ფასი მოსალოდნელი არც იყო.

შინდისში მცხოვრები ეთერ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ სეტყვის შედეგად ხეხილს მხოლოდ ერთი მხარე დაუზიანდა: ,,საიდანაც ქარმა და სეტყვამ დაუბერა, ხეებზე ის მხარე სულ განადგურებულია, რაც გადავარჩინეთ კი, აგერ ხედავთ, ვაბარებთ კიდეც" - აცხადებს ეთერ ცერცვაძე.

გორის სოფლებში მინი ბაზრობები რამდენიმე ადგილას გაჩნდა. ბაზრობის ნაწილი სოფელ სკრასთან, ნაწილი კი - ახალდაბა-ვარიანის შესასვლელთან მდებარეობს. მიკროავტობუსებით ბალი დასავლეთ საქართველოში და, ასევე, თბილისში მიაქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები