ქარელთან ავტობანზე ტრაილერი გადაბრუნდა
ქარელის გადასახვევზე ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ფოტო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა.

გამოძიებას საპატრულო პოლიცია აწარმოებს. სატვირთო მანქანას თურქეთის მოქალაქე მართავდა.

დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები