ხაშურში ,,თვალახვეული" ჩიტის ბუდეები გაიყიდება
რამაზ გრიგალაშვილი ხაშურში სულ მალე ჩიტის ბუდეებს გასაყიდად გამოიტანს. ის 5 წელზეა მეტია ჰამაკებს ყიდის. 

,,ჯერჯერობით, გასაყიდად არ გამომიტანია. გარკვეულ დეტალებს დავამატებ. მაგალითად, ხაზის მაგივრად იქნება მავთულხლართები." - აცხადებს რამაზ გრიგალაშვილი.

რამაზ გრიგალაშვილი ყიდის საქანელებსაც, შეზლონგებს, და სახლის და ეზოების დეკორაციებს. 

,,ეს დეკორაცია, რა თქმა უნდა, მოვიფიქრე ოკუპაციის წინააღმდეგ. ძალიან მალე გამოვიტან უკვე გასაყიდად" - აცხადებს გრიგალაშვილი. 

ჩიტის ბუდეების ფოტოები მან ფეისბუქგვერდზე გამოფინა. მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს მის მიერ შექმნილი სხვა დეკორაციებიც.

ქვემო ფოტზე: ადგილი, სადაც ჩიტის ბუდეები იყიდება


Print

სტატიის გამოყენების პირობები