ძლიერი წვიმის შემდეგ გორში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 7 ოჯახში გამოიძახეს
უხვმა ნალექმა გორის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე სისტემამ წყალი ამჯერადაც ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების და სარდაფების ნაწილი დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები (მაშველები) ბაგრატიონის ქუჩაზე მუშაობდნენ და სარდაფებიდან წყალი ამოტუმბეს. 

როგორც qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 112-ში გორიდან სულ 7 შეტყობინებაა შესული.

ფოტო: გადაღებულია გორის თეატრის ეზოში
Print

სტატიის გამოყენების პირობები