ხანძრის დროს ბინაში მყოფ გოგონას გასაღები კარის ბუდეში გაუტყდა
გორში მშვიდობის ქუჩაზე პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროს ბინაში 16 წლის გოგონა იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, გოგონას კარში გასაღები ჩაუტყდა:

,,დაახლოებით, ნახევარი საათი ვეწვალებოდით, რომ გამოგვეყვანა. გასაღები ჩაუტყდა ბავშვს და ვეღარ აღებდა. მერე დედამისიც მოვიდა. გარედანაც ვეწვალებოდით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. რკინის კარს რას უზამ? სამაშველო რომ მოვიდა, კორპუსის უკანა მხრიდან აივანზე ავიდნენ და იქიდან ჩამოიყვანეს ბავშვი. დაკვამლიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს" - გვითხრეს მეზობლებმა.

16-წლის გოგონა, რომელიც ბინაში ცეცხლის გაჩენის დროს იმყოფებოდა, ფანჯრიდან გადაიყვანეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მეზობლებმა განუცხადეს. პოლიციის თანამშრომლებმა მეზობლებს განუცხადეს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ სადენებიდან გაჩნდა.





ქვემოთ ფოტოზე: გორის შს სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე, სახანძროზე ადრე მივიდნენ, თუმცა გოგონა ბინიდან ვერ გამოიყვანეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები