გორის მერია საპირფარეშოს გააქირავებს
გორში, თეატრის სკვერში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშო დაიკეტა. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს.

მიზეზად, მოქალაქეების მხრიდან საპირფარეშოს დაზიანება და არსებული ანტისანიტარია სახელდება.

როგორც მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ სველ წერტილს სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მაშინ ჩაუტარდა, როდესაც ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო.

მოქმედი თვითმმართველობის პედოდში კი, კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, რამდენჯერმე შეკეთდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საპირფარეშოს აღდგენას გორის მერია მიმდინარე წელს მას შემდეგ გეგმავს, რაც თეატრის სკვერის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას დაიწყებს.

ამის შემდეგ, სველი წერტილის იჯარის წესით გაცემა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლა-პატრონობას კერძო პირი აიღებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები