ქვახვრელში ,,ტურისტული ბაქანი" ისევ სარემონტოა - დაპირებიდან 5 თვე გავიდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მატარებლის მოსაცდელი ისევ სარემონტოა. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის დაპირებიდან 5 თვე გავიდა.

ჯერ კიდევ, 9 თებერვალს, გიორგი ხოჯევანიშვილი ქვახვრელში იმყოფებოდა. სტუმრად იმყოფებოდა რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელიც. ისინი სიტუაციას ადგილზე ერთად გაეცნო.

გუბერნატორი აცხადებდა, რომ პროექტის განხორციელება ტურიზმსსაც შეუწყობს ხელს. უფლისციხეში მატარებლით წამსვლელთათვის სწორედ ეს ბაქანია გათვალისწინებული.

,,პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება სარკინიგზო ბაქანი და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 ადამიანზე გათვლილი მოსაცდელი დარბაზი. სარკინიგზო ხაზით, ადგილობრივებთან ერთად, ტურისტებიც აქტიურად სარგებლობენ. გორიდან, მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრში, უფლისციხეში მოსახვედრად, ეს მარშრუტი უმოკლესი, კომფორტული და იაფი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილზე საგრძნობლად გაუმჯობესდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა." - აღნიშნა გუბერნატორმა 9 თებერვალს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები