,,დარეკეთ ნომერზე 153" - გორის დათვის გასათავისუფლებად აქცია დაიწყო
მათ, ვისაც სურს, რომ გორში დატყვევებული დათვი გათავისუფლდეს და დათვების თავშესაფარში, ცხვარიჭამიაში გადაიყვანონ, ცხელ ხაზის ნომერზე ,,153"-ზე უნდა დარეკოს. ამის შესახებ ინფორმაციას დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელი სოსო ჯიქურაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი ზარი შევა, დათვსაც მალე ეშველება.

,,გორში "მეგობრობის პარკში" მძიმე მდგომარეობაში დატყვევებულ დათვს თქვენი დახმარება სჭირდება. გთხოვთ, არ დაიზაროთ და დარეკოთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153. ზარი უფასოა. მოითხოვეთ გორში დატყვევებული დათვის თავშესაფარში გადაყვანა." - მიმართავს სოსო ჯიქურაშვილი საზოგადოებას.

გორის დათვის მძიმე მდგომარეობის შესახებ qartli.ge არაერთხელ წერდა. გაირკვა, რომ გორის მერიის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა დაძველებული პროდუქტებისა და ხილის გასასაღებლად იხარჯება.

სოსო ჯიქურაშვილმა ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მერიას ორჯერ მიმართა კითხვით - თუ, რატომ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში დათვი. მერიამ დეპარტამენტს ორჯერვე უპასუხა, რომ დათვის გათავისუფლებას არ აპირებს და, პირიქით, ვოლიერებს გააფართოებს.




იხ. ამავე თემაზე:

გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება

გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"

ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში

გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა

გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს

ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ

დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვე

გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)

Print

სტატიის გამოყენების პირობები