კომპანია ,,გიორგი ჯინო" გორის მერიის ტენდერებში კორუფციის ნიშნებს ხედავს
კომპანია ,,გიორგი ჯინო 1972"-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გორის მერიისა და მისი სატენდერო კომისიის საქმიანობაში კორუფციული გარიგების ნიშნები შეინიშნება. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მერიის სატენერო კომისია არაკვალიფიციური ორგანოა.

,,ჯინო 72"-ის დამფუძნებელს მაგალითისთვის სოფელ რეხის სასაფლაოს შემოღობვასთან დაკავშირებული ტენდერი და მისი შედეგები მოჰყავს. როგორც ირკვევა, 10 ივლისს, რეხის სასაფლაოს შემოღობვასთან დაკავშირებულ ტენდერში ი/მ ზებურ აბულაძე გაიმარჯვა. სამუშაოების ღირებულება 27 ათასს ლარს შეადგენს.

,,ჯინო 72"-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ტენდერი ზებურ აბულაძეს ისე მოაგებინეს, რომ ის მიდგომები არ მოსთხოვეს, რასაც ,,ჯინო 72"-ს აპრილში სთხოვდნენ. საუბარი ეხება გეგმა-გრაფიკს თავისი ფინანსური ხარჯებით.

,,მოვითხოვ გაუქმდეს სატენდერო კომ ისიის სხდომის 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ი/მ ზებურ აბულაძის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და ტენდერში მოთხოვნილი პირობების შესაბამისად მიეცეს დისკვალიფიკაცია, რადგან მიღებული გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება კანონს; ეს ფაქტი ბადებს ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული სატენდერო კომისია არის არაკვალიფიციური ან ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რაც კანონით აკრძალულია." - აღნიშნავს კომპანია ,,გიორგი ჯინო 72-ის წარმომადგენელი.

ცნობისათვის, შპს ,,გიო ჯანო 1972"-ს მანამდე, ორი თვით ადრე, დისკვალიფიკაცია, საბავშვო ბაღების ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მისცეს.

2019 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი ეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შავშვების N2, ხიდისთავი, ახალუბანი, ახალდაბა, ქიწნისი ძევერა, კარალეთის N 1, კარბი, სვენეთი, სკრა, სათემო, ხელთუბანი, შერთული, დიცი, ზეღდულეთი შავშვები, ფლავი და ატენი, - საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციის სამუშაოებს. სატენდერო ხელშეკრულების ფასი 35 ათას ლარს შეადგენდა.

გორის მერიის სატენდერო კომისიას ერასტი ელიჯარაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად, კომისიაში 10-მდე წევრია. კომპანია ,,გიორგი ჯინო 1972"-მ, გორის მერიის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. რეხის სასაფლაოსთან დაკავშირებით სხდომა 16 ივლისსა ჩანიშნული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები