სოფელ მრგვალიჭალაში სტადიონიდან გამოსულ ბავშვს მანქანა დაეჯახა - კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მრგვალიჭალაში მანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

სტადიონიდან გამოსული გოგონა ქვეითების გადასასვლელზე მოძრაობდა. მეექვსე კლასის მოსწავლეს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ადგილობრივების თქმით, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

მრგვალიჭალა მდებარეობს იგოეთთსა და კასპს შორის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები