კოდისწყაროს ტბა - უნიკალური ადგილი ხაშურში
ხაშურიდან 10 კმ მანძილზე კოდისწყაროს ტბა მდებარეობს. თრიალეთის ქედზე, ღორინამკალას ქედის ძირში მდებარე წყალსაცავთან დამსვენებლები უკვე მიდიან.

ხაშურის მერიამ სოფლამდე მისასვლელი გზა ტრაქტორით მოასწორა. დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე ასვლა, კარგ ამინდში, მსუბუქი მანქანითაც შესაძლებელია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ტბა ხელოვნურია და კომუნისტების დროს დააგუბეს. ერთხელ ტბაში ბავშვი დაიხრჩო და მოსახლეობის მოთხოვნით დააშრეს.

ამჟამად, წყალსაცავი ისევ არსებობს, რომელიც გრუნტის წყლებით სარგებლობს. გაქირავებულია კერძო მფლობელზე. ტბასთან ეკლესია შენდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები