ოკუპირებულ სოფელ ვილდაში ქართული და ოსური ოჯახი ცხოვრობს
ფოტოზე: ნანული ქუძიევი

ცხინვალიდან 45 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1300 მ სიმაღლზე, სოფელი ვილდა მდებარეობს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული და, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ერედვის მუნიციპალიტეტის თემში შედიოდა.

ისტორიულად ზემო და ქვედა ვილდა არსებობდა. დღეს მხოლოდ დასახლება ვილდას სახელით მოიხსენიება. ამ სოფელს ცხინვალელი ჟურნალისტი იან გაბარაევი ესტუმრა.



ჟურნალისტი წერს, რომ სოფელი ტყითაა დაფარული და საკმაოდ ლამაზ ადგილია. ქართული წყაროების მიხედვით, სოფელი მდინარე მეჯუდას სანაპიროზეა.

,,სოფელი მოწყვეტილია ცივილიზაციას. აქ ოსური ტელევიზია და რადიო არ იჭერს. მძღოლი მანქანის რადიოს ერთი არხიდან მეორეზე აწვალებს. ბრაზობს ქართული რადიოს რეკლამებზე" - აცხადებს ჟურნალისტი.

ვილდაში ჩასვლისას ერთი ოჯახი ნახა - იზოლდა გაბარაევი შვილთან ერთად ცხოვრობს. მის გვერდით კი, მარტოხელა ქართველი ქალი - ნანული, რომელიც ქუძიევებზეა გათხოვილი.





ფოტოზე: იზოლდა გაბარაევი









Print

სტატიის გამოყენების პირობები