ასეთი იქნება ატენის ბილიკები და პარკინგი
ასეთი იქნება ატენში, სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პარკინგი, საპირფარეში და საფეხმავლო ბილიკი.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს, რომლის თანხით, უძველეს მონასტერთან ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის იფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, ავტოპარკინგი ეკლესიის ქვემოთ, დაახლოებით 400 - 500 მ-ის მოშორებით გაკეთდება.

იქვე იქნება საპირფარეშო, ხოლო სიონამდე მისვლა ქვეითებს სპეციალურად შექმნილი ბილიკით შეეძლებათ.






Print

სტატიის გამოყენების პირობები