3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსამდე
მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს, რამდენიმე ადგილას,
ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაზიანებულია.
ზედა ფენა, დაახლოებით 5 ლოკაციაზე, მთლიანად მოცლილია. სამუშაოები
2016 წელს კომპანია ,,ბლექსი გრუპმა"
დაასრულა.
,,აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის
რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში დაიგოა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის
საფარი, მოეწყო მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი
ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური
ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები და
გაბიონები.
,,აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო
და კომფორტულ გადაადგილებას. ასფალტ-ბეტონის საფარი ზოგან ნაწილობრივ,
ცალკეულ მონაკვეთებზე კი მთლიანად იყო დაზიანებული და ზედაპირული
წყლები გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა. რეაბილიტირებული გზით
ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ
ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებას." - აღნიშნავდა 2016 წელს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
სტატიის გამოყენების პირობები