გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა ღობეების მონტაჟი განაახლეს - სუსი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა სამუშაოები გაანახლეს. ინფორმაცია, რომელიც ანტისაოკუპაციიო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა გაავრცელეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ძალა ერთობაშიას წარმომადგენელი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა: ,,ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვაცნობეს, რომ სამუშაოები განახლდა. ახლა ერედვის შს განყოფილებასთან ვიმყოფებით და ვცდილობთ, დამატებითი ინფორმაცია გავიგოთ" - აცხადებს დავით ქაცარავა.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ რუსი სამხედროები საოკუპაციო ღობეების მონტაჟს ლავრენტი გუგუტიშვილის საცხოვრებელ სახლთან ამონტაჟებენ.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“ - გვითხრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები