გვირილების ქუჩა ხოვლეში (Photo)
ასე გამოიყურება ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ღობე სოფელ ხოვლეში. გვირილების დახატვა ნატა მამუკაშვილმა ბავშვების გამო გადაწყვიტა.

თუმცა, ახლა უკვე მიაჩნია, რომ თუკი ასეთი ყვავილებით სხვა ღობეებიც მოირთვება, ქუჩას ძალიან მოუხდება:

,,გვირილების ქუჩა" - ასე შეარქვა ქალბატონმა ნატამ საკუთარ შემოქმედებას:

,,ბავშვობიდან ვხატავ. მინდოდა, ბავშვებისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ხედავთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა" - განუცხადა ავტორმა qartli.ge-ს.

ხოვლე კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ისტორიულ სოფელში დაიბადა დიდი ქართველი მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები