გუგუტიაანთკარში ოკუპანტებმა სამუშაოები შეაჩერეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარში სამუშაოები შეაჩერეს.

როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ დროისთვის ოკუპანტები პერიმეტრზე აღარ ჩანან.

შეიარაღებული ფორმიანები დღეს დილიდან მუშაობდნენ, მათ 26 რკინის ძელი დაამონტაჟეს, რომელზეც სავარაუდოდ რკინის ბარიერებს აღმართავენ.

ძელებს შორის მანძილი 2 მეტრი და 50 სანტიმეტრია, შესაბამისად, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 65 მეტრზე გაავლეს.

სამუშაოებს 10-მდე ჯარისჯკაცი აწარმოებდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები