დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ 18-წლის გორელი მოქალაქე გაათავისუფლა
დღეს, ერგნეთში, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებს 18-წლის ც. ქობულაშვილი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგებტო ,,რესი" ავრცელებს.

უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 2001 წელს დაბადებული ქობულაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა 20 აგვისტოს ცხინვალის სიახლოვეს დააკავეს.

,,ცხინვალის-სამხრეთ დასავლეთი მხრიდან საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით, დაკავებულ იქნა 2001 წელს დაბადებული, მცხოვრები ქალაქ გორში, ც. ქობულაშვილი." - აღნიშნულია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ქობულაშვილს ცხინვალის სასამართლომ, ე.წ. რესპუბლიკიდან გაძევებასთან ერთად, ჯარიმა შეუფარდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები