ხოვლეს გამგებელი: ,,საყავრეში ცეცხლის ჩასაქრობად ჩვენც მივიდივართ“
ტანას ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო.

როგორც qartli.ge-ს ხოვლეს რწმუნებულმა, ბაჩო ხუციშვილმა განუცხადა, ის ადგილზე ამ წუთებში, მოსახლეობასთან ერთად მიემართება.

„ჩვენგანაც კარაგად ჩანს ცეცხლი და მივდივართ ადგილზე. რა ტერიტორიაზეა გავრცელებული ცეცხლი ზუსტად არ ვიცით. იქიდან ინფორმაციას ვერ მოგაწვდით რადგან, ტელეფონი არ იჭერს,“-გვითხრა ბაჩო ხუციშვილმა.

როგორც qartli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, საყავრეში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და ეკალ-ბარდებს უკიდია.

ამ წუთებში ადგილზე მხოლოდ მეხანძრე-მაშველები მუშაობენ თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აანონსებს ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვასაც.


"ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი,"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.


იხ. ამავე თემაზე:

საყავრეს რწმუნებული: ,,ცეცხლი გაძლიერდა და წიწვოვან ნარგავებზე გადავიდა“

Print

სტატიის გამოყენების პირობები