გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ცემენტს იყენებენ
გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს კომპანია ,,არქიტექსი" ახორციელებს. კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მუშაობის პროცესის გადაღების ხელშეშლა სცადეს.

დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა იმ პროცესის გადაღება აგვიკრძალეს, რომელიც ასახავდა ცემენტის გამოყენების პროცესს. ..უფროსის ბრძანებაა, არ გადაიღოთ" - აცხადებდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაუშვებელია, კომპანიისა და თუ რომელიმე უწყების მხრიდან, ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლა:

,,თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ ადგილზე სამუშაო პროცესი. ასევე, მსგავსს შემთხვევაში  დაგვიკავშირდით" - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ იყენებენ კირქვის ნაცვლად, ცემენტრს, სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მშენებლებს მხოლოდ ცემენტის მინიმალური რაოდენობის გამოყენება შეუძლიათ. ხელშეკრულებაში კი, აღნიშნულია, რომ ციხის კედლების რესტავრაციის მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს კირქვა.



ამჟამად, გორის ციხეზე მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

,,უნდა იყოს მხოლოდ ცემენტის მცირე რაოდენობა, რადგან გაშრომა შედარებით მალე მოხდეს. კირქვის შემთხვევაში შრობის პროცესი ერთ თვეს გრძელდება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მთლიანად ცემენტის გამოყენება." - აცხადებს ბექა ბარამიძე.  

I ეტაპზე გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: (ჯამური ღირებულება 350 000 ლარი)

1. სამუშაოების დაწყებამდე განხორციელდება ციხის ზედაპირის არქეოლოგიური შესწავლა
2. წყლის ყოფილი რეზერვუარის (მიწისქვეშა) რეაბილიტაცია
3. ციხის სამხრეთ-დასავლეთი ფერდობის გამაგრება დამცავი ლითონით
4. კარიბჭის კოშკის რეაბილიტაცია
5. ბილიკების გაკეთება, დაზიანებული ადგილების აღდგენა
.

II ეტაპზე კი, გეგმა ასეთია: (ჯამური ღირებულება 150 000 ლარი)

კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; . კედლის აღდგენა რიყის და ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე:  საკონსერვაციო ფენის დადება კედლის მთელ პერიმეტრზე;.


Print

სტატიის გამოყენების პირობები