გორში მშენებარე ,,ვარსკვლავს" 2,56 მლნ ლარად სახელმწიფო დევნილებისთვის ყიდულობს
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე მშენებარე მრავალსართულიან კორპუსში სახელმწიფო 2,56 მლნ ლარს იხდის. ამის შესახებ qartli.ge-ს დევნილთა სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ახალ კორპუსში, სადაც 38 ბინაა, დევნილებს შეასახლებენ. სამინისტროს ცნობით, დევნილთა აპლიკაციების მიღება 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება. შესახლება კი, განაცხადების გადარჩევის შემდეგ, 2020 წლის იანვარში მოხდება.

შპს ,,ვარსკვვლავს" ოთხი მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის, ყოფილი კონსტუტიციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი - ლევან დუჩიძე.

მეწილეები არიან:

გიორგი ჯალაბაძე - მცხოვრები სოფელ ქორდში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები. მისი წყალობით, აღდგა ბიძაშვილ ჯალაბაძეების სახელობის საჭიდაო ტურნირი ქორდში. მას ,,ვარსკვლავში" 45% ეკუთვნის.
გიორგი კანდელაკი - მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ქართველი ბიზნესმენები, ის ,,ვარსკვლავში" 45%-ს ფლობს.
დავით გაზაევი - საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, არის რუსეთის მოქალაქე. ,,ვარსკვლავში" ფლობს 5%-ს.
ლევან დუჩიძე - საქართველოს მოქალაქე, კუდ-ის შიდა ქართლის სამმართველოს ყოფილი უფროსი 2011-2012 წლებში.;


როგორ აღმოჩნდა კუდის ყოფილი უფროსი ,,ვარსკვლავში"?


საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს ,,ვარსკვლავი" გიორგი კანდელაკმა და გიორგი ჯალაბაძემ 2017 წლის ნოემბერში დააფუძნეს 50/50%-იანი წილის ფლობით. 2017 წლის დეკემბერში გიორგი ჯალაბაძემ 5% მიჰყიდა ლევან დუჩიძეს, რაშიც დუჩიძემ 1000 ლარი გადაიხადა.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კორპუსის მშენებლობის დასრულებისას 2,56 მლნ ლარს გადაიხდის, როგორც 5%-იან წილის მფლობელს, ლევან დუჩიძეს სავარაუდოდ 128 000 ლარი შეხვდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები