ხურვალეთის სკოლაში თანამდებობები მოულოდნელად დატოვეს
,,განერვიულებული ვარ, ვერაფერს გეტყვით" - გვითხრა სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა. მან და კიდევ ერთმა პედაგოგმა, დღეს, დილით, სკოლის ადმინისტრაციული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, განცხადებები დაწერეს.

სკოლის პედაგოგი ზიზი კურმაშვილი qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იზა ბერიძე პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული. მას აღნიშნულ პოსტზე დარჩენა კიდევ ორი წლით შეეძლო.

თუ რატომ დატოვეს პედსაბჭოს ხელმძღვანელისა და მდივნის პოზიციები, მოულოდნელად, პედაგოგმა, ამის თაობაზე, აზრი სკოლის დირექტორს იზა წიქარიძეს ვკითხეთ:

,,არ ვარ შესაფერის ადგილზე, ვერ გესაუბრებით" - აცხადებს სკოლის დირექტორი. 


იხ. ამავე თემაზე:


ხურვალეთის სკოლაში დაძაბულობაა - მოქმედი პედაგოგი დირექტორის შესახებ საუბრობს

ხურვალეთის სკოლაში პედაგოგი დირექტორს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ხურვალეთის სკოლის დირექტორმა პედსაბჭოს სხდომა მიუძღვნა მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები