ფილიპ რიკერი: ,,არ დაგჭირდებათ შორს ყურება, რომ რუსეთის ძალისხმევა დაინახოთ"
„რუსული ტაქტიკა ყოველი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობია. ჩვენთვის დიდი მღელვარების საგანია რუსეთის ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის სამხედროების განლაგებითა და განახლებული მილიტარიზაციით. აქვეა რუსეთის დროშა. თქვენ არ დაგჭირდებათ შორს ყურება, რომ რუსეთის ძალისხმევა დაინახოთ. არსებობს მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა მოგვარდეს მიმდინარე სიტუაცია. 2008 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულებები, გაეყვანა ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. მათ არ შეასრულეს ეს ვალდებულებები და განაგრძობენ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას. ამ მოქმედების სქემას სხვაგანაც ვხედავთ, მაგალითად უკრაინაში და ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. უკვე ათწლეულია ვხედავთ რუსეთის ამგვარ ქმედებას, მავნებელ, უკანონო ძალისხმევას იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომლის ხელშეწყობაც ჩვენ ყველას გვსურს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ევროპისთვის" - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ფილიპ რიკერი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელია, 8 სექტემბერს, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში იმყოფებოდა. 

მასთან ერთად, 8 სექტემბერს, 30-მდე დიპლომატმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. აქ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლება მიაწოდეს. დელეგაციის შემადგენლობაში ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, ევროპისა და აზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა დიპლომატები შედიოდნენ. 

აშშ-სა და დასავლეთ ევროპის გამოცდილი ლიდერებმა, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხ9 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას გახსნეს.

იხ. ამავე თემაზე:

ოძისში საოკუპაციო ხაზი აშშ-ს და ევროპის დიპლომატებმა მოინახულეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები