ცხინვალი ,,ყალბ საიდუმლო დოკუმენტს" მეორედ აქვეყნებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონტროლირებული მერია  "სავსებით საიდუმლო დოკუმენტს" უკვე მეორედ აქვეყნებს. საქმე ეხება 2015 წლით დათარიღებულ ანგარიშს, რომელზეც საქართველოს სახელნმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური აწერს ხელს.

ტექსტში ქართული სიტყვები დამახინჯებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული ,,დოკუმენტი" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

ოსური სააგენტო ,,რესი" წერს, რომ ე.წ. დოკუმენტი ,,ფრაქცია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" 2016-2020 წლის სამოქმედო გეგმას ეხება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები