გორის მე-4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება,
ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. იგივე პრობლემაა 1-ელ საჯარო
სკოლაში.
ინფორმაცია Qartli.ge-ს გორის მერიიდან მიაწოდეს.
„მე-4 საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოები
სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ დასრულდება, რის გამოც სასწავლო
პროცესი გადაიდო“- აცხადებს მერიის პრეს-სამსახურის
წარმომადგენელი.
რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო დაწესებულების
შენობის შიდა რეაბილიტაციის გამო მოსწავლეებს ვერც აქ მიიღებენ.
„პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები გადავლენ მე-8
საჯარო სკოლაში. რაც შეეხება საბაზო და საშუალო კლასებს, ისინი მე-6
სკოლაში გადანაწილდებიან. ობიექტის რეაბუილიტაცია 2 თვეში დასრულდება
და ბავშვები პირველ სკოლას დაუბრუნდებიან“- გვითხრა გორის
მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები