,,გავრილობის ღამის" ხსენების შემდეგ NIMD-ში შეხვედრა ,,ოცნების" წევრებმა დატოვეს
საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე მიმდინარე შეხვედრა „ქართული ცონების“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მიზნად საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების განხილვას, დემოკრატიის სკოლაში გაიმართა.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საუბრობდა, მან გაიხსენა ის მოვლენები, რის შემდეგაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეეტანა, საუბარია „გავრილოვის ღამეზე“.

„გავრილოვის ღამე“, ეს ტერმინი მიუღებელი აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს წევრებისთვის. მიშა გოგინაშვილმა, ზურაბ ყაჯრიშვილმა და ირაკლი ჯალაბაძემ შეხვედრა ხმაურით დატოვეს.

„მე აქ მოვედი საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების განსახილველად და არა „გავრილოვის ღამეზე“ სასაუბროდ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია და ამის გამო დავტოვე შეხვედრა“- განაცხადა მიშა გოგინაშვილმა.

გორის საკრებულოს წევრების ხმაური გააპროტესტეს შეხვედრაზე მყოფმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

„შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ როცა ხარ დეპუტატი, თმენის ვალდებულება გაგაჩნია და ვალდებული ხარ საზოგადოებასთან ერთად იჯდეს, მაშ რისი დებუტატია და რისთვის უიღებს ჰონორარს და ფრაქციის ხელფასს? „- თქვა არინა თავაქარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები