მეუღლის მიმართ მუქარის და ძალადობის ბრალდებით კაცი მესამედ დააკავეს
ფოტოზე: პროკურორი ნათია კიკალია

როკურიი მიმართ მუქარის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონული სასამართლოს მომამართლე გერმანე დადეშქელიანმა დღეს პატიმრობა შეუფარდა.

Qartli.ge-ს კორესპონდნეტის ცნობით, მოსამართლემ პროკურორის, ნათია კიკალიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე გაირკვა, შუახნის კაცი იგივე ბრალდებით წელს უკვე მესამედაა დაკავებული და მას პირობითი ჰქონდა მისჯილი. 

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დაკავებული შანტაჟის მსხვერპლია.

ადვოკატმა ცეზარ მელთაურმა აღკვეთის ღონისძიების  სახითს მსუბუქი ფორმის გამოყენება მოითხოვა. მისი თქმით, ცოლ-ქმარი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ცხოვრობს და 2 წელია სახლზე დავა აქვთ.

„საქმე ეხება ქონებას, რომელზეც დავა უკვე წლებია გრძელდება. 30 წელია ესენი ერთად ცხოვრობენ, ხელოსანია კაცი და სახლი საკუთარი ხელით გააკეთა. შვილი არ ჰყავთ და სახლი ქალს თავისი დისშვილებისთვის უნდა, კაცს კი ძმისშვილებისთვის. რომ დაიწყო კონფლიქტი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაერიდა მეუღლეს და გვერდით მდგარ ძველ სახლში გადავიდა“,-განაცხადა ცეზარ მელთაურმა.

მოსამართლემ სხდომაზე სიტყვა ბრალდებულსაც მისცა, რომელმაც ინციდენტის დღე გაიხსენა: ,,მე სახლში რომ მივედი, ტანსაცმელი აღარ დამხვდა და ამიტომ შევედი ჩემს მეუღლესთან, მეგონა მან გაიტანა. შანტაჟი მომიწყო,“-აღნიშნა ბრალდებულმა.

მას სიტყვის დასრულების შემდეგ პროკურორმა მიმართა: ,, ეს ქალბატონი თქვენს გამო იტანჯება და ის კანკალი, რაც აქვს, სწორედ თქვენ გამო აქვს“, -უთხრა ბრალდებულს პრკურორმა ნათია კიკალიამ .

მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ბრალდებულს მეუღლესთან მიახლოების უფლება არ ჰქონდა. ვინდაიდან, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და ცოლთან მიახლოებას კანონი უკრძალავდა.

,,აკრძალული გაქვთ, რა მოტივიც არ უნდა ყოფილიყო, არ უნდა მიახლოებოდი“,-უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები