,,სირცხვილია" - გორში აქცია მიმდინარეობს
გორში, კინოთეატრ "გამარჯვებასთან" აქცია 19 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, გორი კვლავ უერთდება ანტისაოკუპაციო მოძრაობას და 20 სექტემბრის  აქციას უჭერენ მხარს.

,,20 ივნისს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და "გავრილოვის ღამეს" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო - #სირცხვილია ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმარველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს.

20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას“,-აცხადებენ ორგანიზტორები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები