,,გორობას" ოთო ნემსაძე და გიორგი სუხიტაშვილი იმღერებენ
ქალაქ გორში, 2019 წლი 12 ოქტომბერს ,,გორის დღე" გაიმართება. გორის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სახალხო დღესასწაული სტუმრებს გოგებაშვილის ქუჩაზე უმასპინძლებს.

ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ოთო ნემსაძე და გიორგი სუხიტაშვილი მიიღებენ.

ქართული ესტრადის მომღერლები ოფიციალურად უკვე მიიწვიეს. კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა მათთვის ჰონორარი 2000-2000 ლარი უკვე გამოყო.

,,გიორგი სუხიტაშვილის და ოთარ ნემსაძის უნიკალურობა მათ ხმის ტემბრშია, სიმღერის სტილში და ექსკლუზიურობაშია. უპირატესობა ენიჭებათ მათ იქიდან გამომდინარე, რომ არიან გორელები და გორის დღა 2019-ზე ლოგიკურია გალა კონცერტში მონაწილეობა სწორედ მათ მიიღონ" - აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი გელა კაპანაძე.

,,გორობა" იმართება შიდა ქართლის გუბერნატორის, გორის მერიის ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისსა და ახალგაზრდობის ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები