ერთ ღამეში დაგროვებული ცემენტის მტვერი კასპში (PHOTO)
კასპში, ყოფილი ,,საყოფაცხოვრებო განყოფილების" შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემენტის მტვერი მანქანაზე დაგროვდა. ამის შესახებ ფოტო სატრანსპორტო საშუალების მეპატრონემ გადაიღო.

მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მანქანა საღამოს 18 საათზე დააყენა და დილის 11 საათზე საქარე მინა ამ მდგომარეობაში დახვდა.

მანქანის ზედაპირზე მტვერის დაგროვების მიზეზი კასპიცემენტის ქარხნიდან გამოსული სატვირთო ავტომანქანების მოძრაობაა. როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, ცემენტით დატვირთული მანქანები ობიექტიდან გამოსვლისას არ ირეცხება, ხოლო მტვერი გზა და გზა იფანტება.

განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაში არიან ის ოჯახები, რომლებიც ქარხნის სიახლოვეს, ფარნავაზის ქუჩაზე ცხოვრობენ. ზოგადად კი, მტვერის პრობლემა მთელ კასპს აწუხებს.

ამ მიზნით კასპში საინიციატივო ჯგუფი იქმნება, რომლის წევრებმა ცემენტის მტვერის წინააღმდეგ ბრძოლა დაისახეს მიზნად. მისი ხელმძღავენლის, სოფიო ქურთაულის განცხადებით, ორგანიზაცია ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია და სამოქმედო გეგმას მოგვიანებით გაგვაცნობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები