ოსური ეზო გორის დღეზე (Photo)
,,ხაბიზგინები, ჭახრაგინები, ფტჯნ-„ხაჭაპური“ და ოსური ლუდი - ასეთი დახვდა დღეს გორში სტუმრებს ოსური კუთხე, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.

,,გორის დღეზე" ამ ეზოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები სტუმრობდნენ, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები. მათ სახელდახელოდ მომზადებული ოსური კერძები დააგემოვნეს. ხოლო, ევროპელი სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია ოსურმა ლუდმა.

,,ეს ყველაფერი გორიქალაქობაზე იყო წარმოდგენილი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მიერ." - აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე.





Print

სტატიის გამოყენების პირობები