გორის ,,სპარიდან" შოკოლადების მოპარვის ფაქტზე შუახნის ქალი ამხილეს
სუპერმარკეტების ქსელ “სპარში” შოკოლადის ფილები და ყავა მოიპარეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დილის საათებში მოხდა.

ქურდობის ფაქტი მარკეტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ჩანაწერების მიხედვით, პოლიციამ ქურდობის ფაქტზე შუახნის ქალი ამხილა. მას ქურდობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

,,სპარში" აცხადებენ, რომ ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არაა და ბოლო დროს მსგავი შემთხვევები ხშირია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები