,,ოსო ექიმებო" - მიმართვა ოძისის აქციიდან
,,თავისუფლება ვაჟა ექიმებს" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გამართულ აქციაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ოს ექიმებს მიმართეს:

„ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს. ჩვენ გვინდა, გავუშვათ ეს თეთრი ხალათი ჰაერში, რათა გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში“ - მიმართეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ექიმებს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისთან აქცია გაიმართა.

პროცესი თბილისიდან დაიწყო. მოქალაქეები დილის 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უკვე შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.

,,ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამინის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი." - ასეთი იყო მიმართვის ტექსტი.

შეგახსენებთ, 13 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ,,ეხო კავკაზა" ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ცხინვალში იმყოფება, გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა.
იხ. ამავე თემაზე:



Print

სტატიის გამოყენების პირობები