გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ აბანომდე 3 კმ-იანი გზა მოასფალტდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისიდან აბანომდე გზა მოასფალტდება. ამის შესახებ ტენდერი მერიამ გამოაცხადა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარია. გზის რეაბილიტაციას კონკრეტულად ექვემდებარება სოფელ აბისი-საციხური-აბანოს გზის (სკოლამდე) მონაკვეთი.

,,საპროექტო მონაკვეთი გადის სოფელ აბისიდან სოფელ საციხურამდე (სკოლამდე), იწყება არსებული ხრეშოვანი საფარიანი გზიდან (დასახლებული პუნქტიდან სოფელ აბისიდან) და სრულდება სოფელ საციხურში სკოლასთან. საპროექტო გზა ასევე გადის დაუსახლებულ მონაკვეთებსაც. არსებული ღობეების,
ელექტრო სადენების, არსებული გაზსადენი მილების და ო.ბ კაბელების გათვალისწინებით საპროექტო ღერძი მაქსიმალურად ისე არის გატარებული, რომ არ შეხებოდა არცერთ საკომუნიკაციო ნაგებობას და კერძო საკუთრებას." - აღნიშნავენ მერიაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები