ახალი ამბები
სუფრის ,,მარანი" გივი ტატულაშვილის სახელოსნო კოლექციიდან
კერამიკოსი გივი ტატულაშვილი დღეს იუბილარია. მას დაბადებიდან 71 წლის შეუსრულდა. ვესტუმრეთ საკუთარ სახელოსნოში, სადაც შეგირდებთან ერთად სუფრის ,,მარანს" ამზადებდა.

გვითხრა, რომ საბოლოო სახეს უახლოეს დღეებში მიიღებს, ჯერ სულ რაღაც 3 დღეა მუშაობს. განსაკუთრებით, ყურადღებას ამახვილებს ,,მარანზე".

,,აქ მხოლოდ სუფთა ღვინო უნდა ჩაისხას" - გვითხრა ბატონმა გივიმ.

ეს სახელოსნო 2015 წელს ევროკავშირის გრანტის მეშვეობით გააკეთა. 2019 წელს კი, მორიგი გრანტი მიიღო, რომლითაც თიხის გამომწველი ღუმელი შეიძინა. ძველი ღუმელი, რომელსაც დიდი ხანია აღარ იყენებენ, მე-19 საუკუნისაა.

ტატულაშვილების თიხის საამქრო არსებობის სათავეს, სწორედ, მე-19 საუკუნიდან იღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები