გორსა და კასპის მუნიციპალიტეტებს შორის არსებულ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ტექნიკურ მარილს არ ყრიან
კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების შორის არსებულ მონაკვეთზე, რომელიც სოფელ დოესსა და ე.წ. აზნეფტის დასახლებას შორის მდებარეობს, საავტომობილო მანქანით მოძრაობა სახიფათოა.

თოვლიანი ნალექის მოსვლის შემდეგ გზა მოყინულია. შიდა სარაინოთაშორისო საავტომობილო გზა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთას მიუყვება.

გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა ტექნიკური მარილი მხოლოდ სოფელ ხიდისთავამდე დაყარეს, რაც შეეხება დოესის მიმართულებას, ეს უკვე, როგორც კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 

კასპის მუნიციპალიტეტისთვის კი, ბოლო სოფელი დოესია. ვინ მიხედავს ე.წ. ნეიტრალურ ზონას, უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები