,,მის ალანიის" გამარჯვებული და მონაწილე წარმოშობით საქართველოდან არიან
ფოტოზე: ლოლიტა კალაგოვა (კაბულოვი) და ანა ელბაქიძე

ჩრდილოეთ ოსეთში ჩატარებულ ,,მის ალანიის" კონკურსში მონაწილეობა ანა ელბაქიძემ და ლოლიტა კალაგოვამ მიიღეს. აქედან, ლოლიტა კალაგოვა (მამის ხაზით კაბულოვი) ,,მის ალანია 2019" გახდა.

ორივე მათგანი წარმოშობით საქართველოდან არიან. ლოლიტა კაბულოვის მამა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ცხოვრობდა, ხოლო ანა ელბაქიძის წინაპრები - ელბაქიანთკარში (ძამას ხეობა).

ლოლიტა კალაგოვის (კაბულოვის) მამას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნათესავები ჰყავს. ,,დედაჩემი როცა მიდის ხოლმე ვლადიკავკაზში, აუცილებლად ნახულობს მამამის. ბიძაშვილები არიან. ამ გოგოს მამა 90-იანი წლების კონფლიქტის დროს წავიდა ჩრდილოეთ ოსეთში. იქ დაოჯახდა. ალბათ დედის გვარზეა." - გვითხრა ნათესავმა.

,,მის ალანიის" წევრები: ანა ელბაქიძე და ლოლიტა კალაგოვა 2020 წლიდან ვლადიკავკაზის საფეხბურთო კლუბ ,,ალანიის" სახეები გახდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები