გორის პროფესიულ სასწავლებელში ახალი სპეციალობები ემატება
2020 წლიდან, გორის პროფესიულ სასწავლებელში, სწავლის მსურველებს ახალი სპეციალობების მიღებას სთავაზობენ. ამჯერად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემდეგი სპეციალობები დაემატება: კერძოდ, მეხილეობა, მებოსტნეობასა და მეფუტკრეობაზე აკეთებს.

კოლეჯ ,,განთიადის“ დირექტორი ანა დათუაშვილი ამბობს, რომ საუბარი 5 სპეციალობის დამატებაზე:

,,დაგეგმილი გვაქვს 5 პროფესიის დამატება. საკითხი საექსპერტო კომისიამ განიხილა. ველოდებით პასუხს. ველოდებით ავტორიზაციის საბჭოს დადასტურებას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვექნება 3 დუალური პროგრამა, მეხილე, მებოსტნე და მეფუტკრე, ასევე ორი სპეციალობა სამშენებლო დარგის მიმართულებით - ზეინკალი და ელექტრიკოსი“ - ამბობს ანა დათუაშვილი.

ამჟამად, პროფესიულ სასწავლებელში 5 პროფესიას ასწავლიან: იატაკისა და ფილის მოწყობა; თაბაშირ-მუყაოს მასალაზე მუშაობა; მღებავი; სტილისტი და მკერავი.

ლედი კაპანაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელმაც განათლება გორის პროფესიულ სასწავლებელში მიიღო. მან გასულ წელს სამკერვალო წარმოების სპეციალობა დაამთავრა, წელს კი, - სტილისტობას ეუფლება.

სამკერვალო წარმოება სასწავლებელში ერთ-ერთი ძლიერი მიმართულებაა. პედაგოგი გიული გიგუაშვილი ამბობს, რომ მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ კონკურსის შედეგად, ბევრი კანდიდატი სასწავლებლის მიღმა რჩება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები