ქარელის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა გამოცდილება დვანის სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს
ქარელის მე-2 საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეები სოფელ დვანის საჯარო სკოლას ეწვივნენ და ნარჩენების გადამუშავების თემაზე ცოდნა გაუზიარეს.

კერძოდ, თუ როგორ უნდა მომზადდეს ორგანული ნარჩენებისგან ე.წ. კომპოსტი.  საუბარი შეეხო ნარჩენების სეპარირების საკითხს; სახელმწიფოს ვალდებულებებს; სტატისტიკას და ა.შ.

,,ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორია წარმატებული ქვეყნების გამოცდილება; თუ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითოეულმა ადამიანმა სამყაროს წინაშე, რათა იყოს ის სუფთა მოვლილი მდგრადი და ეფექტურად გამოყენებული.შეხვედრა საინტერესო ინტერაქციით დასრულდა. " - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს პროდუქტად, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. კომპოსტი ორგანული ნაერთია, რომელიც მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ სასუქს. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალურად სახლებში, საოჯახო, საბაღე და ფერმერულ მეურნეობებში.

პროექტი ,, დედამიწა ნარჩენების გარეშე’’ ხორციელდება CENN -ის პროგრამის , ნარჩენების მართვა რეგიონებში WMTR II პროგრამის ფარგლებში, USAID -ის ფინასური მხარდაჭერით. ქარელის მე-2 სკოლა USAID CENN საგრანტო კონკურსის ,,დედამიწა ნარჩენების გარეშე ‘’ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები