ავარია კარალეთში მსხვერპლით დასრულდა
რამდენიმე წუთის წინ, ავარია მოხდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში.

ერთმანეთს ნისანის მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავდა რამდენიმე და დაიღუპა ერთი ადამიანი.

დაშავებულები ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




Print

სტატიის გამოყენების პირობები