ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულია -130, ხოლო გამოჯანმრთელებული - 26
2 აპრილის დილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში კი - 5550 ადამიანი რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცრებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა, ( იყო 115) ხოლო გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი (იყო 24).

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა 31 მარტის, დილის 8: 00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. დაწესდა კომენდანტის საათი, საღამოს 21:00 დან დილის 6:00-მდე იკრძალება ქუჩაში ადამიანების გადაადგილება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები