მსუბუქი მიმდინარეობის COVID-ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის მსუბუქი ფორმები, სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:,,კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგავწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, მოხდება სატელოფონო ზარით და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და შესაბამისად დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ შემდეგს, რომ თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რითიც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციის და კოორდინაციის შემდეგ", – განაცხადა ტიკარაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები