გორში ცხოველთა დამცველი მიუსაფარი ძაღლების მოვლაზე მხარდაჭერას ითხოვს
ცხოველთა უფლება დამცველმა ირმა მთიულიშვილმა გორში 400-მდე მიუსაფარი ძაღლი გამოკვება.

ირმას ქალაქში საკუთარი ზოომაღაზია აქვს და მაღაზიაში არსებული საკვები მთლიანად ქუჩის ძაღლებისთვის გაანაწილა.

მისი თქმით, შეუძლია კიდევ ორი დღე გამოკვებოს ოთხფეხა მეგობრები.

,,გუშინ და დღეს 400-მდე მიუსაფარი ძაღლის გამოკვება შევძელი. ახლახ მხოლოდ ორი დღის სამყოფი საკვები დამრჩა. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ დავეხმაროთ ქუჩის ძაღლებს. მე მხოლოდ ამის საშუალება მქონდა“,-ამბობს ირმა მთიულიშვილი.

ირმა რამდენიმე წელია საკუთარ სახლში 20-მდე ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ქუჩიდან არის აყვანილი.

იხ.ამავე თემაზე: ,,მოვედი ცუგა“ - ქალი, რომელიც გორის ძაღლებს უვლის

Print

სტატიის გამოყენების პირობები