ახალი ამბები
პანტიანი მაღაზიის და მედპუნქტის გარეშე - ვიდეორეპორტაჟი

გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ პანტიანში მისასვლელი გზა დაზიანებულია. ცუდ ამინდში ავტომანქანა სოფლამდე ვერ ადის.


ადგილობრივი მკვიდრი არჩილ ფოლადაშვილი იხსენებს, რომ თანასოფლელი, ცოტა ხნის წინ, ურმით სასწრაფო მანქანამდე ჩაიყვანეს.


სოფელში არც მაღაზიაა და არც მედპუნქტი.



ოთარ ქერდიყოშვილი წუხს, რომ სოფელში ახალგაზრდები აღარ არიან.


,,ერთადერთი ბავშვი დადის სკოლაში. ისიც ქვემო ჭალამდე მანქანით დაჰყავთ. სხვები კასპში ან ახლობლებთან გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ ასწავლიან ბავშვებს" - ამბობს ოთარ ქერდიყოშვილი.


პანტიანელებს შეშა ტყიდან ვეღარ მიაქვთ, რადგან ის ცხინვალის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა. ამჟამად, სოფელში ბუნებრივი აირია გაყვანილი და იმით თბებიან.


სამი წლის წინ პანტიანში დიდი ზომის რეზერვუარი გაკეთდა, თუმცა წყლის დებეტი იმდენი არაა, რომ  ბასეინი გაავსოს. წყლის დიდი ნაწილი იკარგება და ჟონავს. 



თემის გაგრძელება:

პანტიანელების პროტესტი გზის მოხრეშვის შემდეგ
Print

სტატიის გამოყენების პირობები