ახალი ამბები
მოხისისა და ბრეძის თემის სოფლებთან მისასვლები გზები გაიწმინდა - ქარელის მერია
სოფლებთან მისასვლელი გზები, სადაც დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა, გაწმენდილია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

,,დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გაიწმინდა სოფელ მოხისისა და ბრეძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ატოცი,გულიკაათუბანი, აბანო, საციხური) გზის მონაკვეთები.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზებზე მოძრაობა თავისუფალია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები