ყოველდღიურად, გორის კულტურისა და დასვენების პარკში,
ათეულობით ადამიანი ისვენებს, განსაკუთრებით, საღამოს საათებში.
პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები ცდილობენ, ,,ახალბაღში"
დამსვენებელს სუფთა გარემო დაახვედრონ.
მათ შორისაა ეთერ შარიფოვი, რომელიც ერთ წელიწადში 60 წლის გახდება. 6
წელია ,,ახალბაღში" მუშაობს. მუშაობა კი, ზოგადად, 13 წლის ასაკიდან
დაიწყო. გორის ბამბეულის კომბინატის ქარხანაში მშობლებს
ეხმარებოდა.
,,59 წლის ვარ. 6 წელიწადია, რაც აქ, ახალბაღში, ვმუშაობ დამლაგებლად.
ბავშვობიდან სულ ვმუშაობ, 13 წლის ვიყავი, როცა კომბინატის ბამბეულის
საწარმოში დავიწყე მუშაობა. მერე არეულობა რომ მოხდა, დაიხურა და
უმუშევარი დავრჩი. აქ გამოჩნდა სამსახური და დავიწყე მუშაობა." -
გვეუბნება ეთერ შარიფოვი.
ფიქრობს, რომ ადამიანისთვის სამსახური მნიშვნელოვანია. თუ სამსახური
არა აქვს, მის ცხოვრებაში არაფერი გამოვა, უნდა იმუშაო.
სამსახური აუცილებელია როგორ ქალისთვის, ასევე კაცისთვის. დღევანდელ
დღეს თუ არ მუშაობ, ისე ვერ იცხოვრებ, გადასახადებს გადახდა უნდა,
ძვირია ყველაფერი, არ იმუშავებ და ვერაფერს ვერ შეჭამ, იჯდები
მშიერი." - ამბობს ქალბატონი ეთერი.
ოდესღაც საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნობებოდა, თუმცა ვერ მოუხერხდა
წასვლა. ბავშვობაში საკუთარი ოცნებები ჰქონდა; მომავალი სხვაგვარად
წარმოედგინა:
,,ბავშვობაში ბავშვებს ბევრი ოცნებები აქვთ, მაგრამ რომ იზრდებიან,
მერე უკვე ემსხვრევათ ოცნებები." - ამბობს ქალბატონი ეთერი. -
,,სახლიდან სამსახურში ფეხით დავდივარ, იმიტომ, რომ ძვირია
ტრანსპორტი. ყოველთვის, რომ 50 თეთრი იხადო, მაგდენი საშუალება არ
არის. ჯობია ისევ ფეხით ვიარო. როცა ხალხი არ არის, 10 საათზე
მივდივარ ღამე სახლში, როცა ხალხია, მაშინ 11-ის ნახევარზე.
სამსახურიდან რომ მივდივარ, ოჯახში კერძს ვაკეთებ, ვრეცხავ. ორი შვილი
მყავს და სამი შვილიშვილი. მეუღლე არ მყავს, გარდაცვლილია. ჩემი
შვილიც და შვილიშვილიც აქ მუშაობს." - გვითხრა ეთერ
შარიფოვმა.
სტატიის გამოყენების პირობები